ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხვალ
გაიხსნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი,”-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
გახსნის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
წელს უნივერსიტეტში 246-მა სტუდენტმა ჩააბარა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავდაპირველად 60 000 სტუდენტზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. მოგვიანებით განაცხადეს, რომ უნივერსიტეტი მიმდინარე სასწავლო წელს 1 000 სტუდენტს მიიღებდა.
უნივერსიტეტის მშენებლობას ფონდი “ქართუ” აფინანსებს.