ქუთაისსა და სხვა დიდი ქალაქებში სასწავლო
პროცესი ონლაინ რეჟიმში დღეს განახლდა.
სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო იმერეთის მუნიციპალიტეტებში.
დღეიდან დაიწყო პირველი არხისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი “ტელესკოლა”.
“ტელესკოლა” ყველა კლასის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ ტელეგაკვეთილებს მოიცავს.
სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, “ტელესკოლა” კლასგარეშე სწავლებასაც მოიცავს. ნებისმიერი ასაკის მაყურებელს, რომელსაც ინგლისურის შესწავლა სურს, ინგლისური ენის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობაც ექნება.
ახალ სეზონზე “ტელესკოლაში” ორი ახალი გადაცემა: “ლიტერატურული ფრაგმენტები” და “ჩემი საქართველო” დაიწყება.