ქუთაისის საჯარო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა
რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
“მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის, 1-ლი ოქტომბრისათვის, უნდა იყოს 2 წლის,”-აცხადებენ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.
აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შერჩეულ ბაღში. ბაგა-ბაღში მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთები: დაბადების მოწმობა (დედანი) ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული; 2 ფოტოსურათი ¾; ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.