დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. 2020 წლის
საერთო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სულ 19 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისადაა აღჭურვილი.
“დღეს საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. ჩვენი მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რათა ღირსეულად დავხვდეთ მაგისტრობის მსურველებს და დავახვედროთ უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც აპლიკანტები მშვიდად შეძლებენ საკუთარი ცოდნის და უნარების გამოვლენას. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული აპლიკანტის საჭიროებას,”– განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა.