მასწავლებლობის მსურველებმა ბოლო გამოცდა უცხოურ
ენებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში, დღეს ჩააბარეს.
“დასრულდა საგამოცდო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. მადლობას ვუხდი ამ პროცესის თითოეულ მონაწილეს – როგორც საგამოცდო პერსონალს, ასევე გამოსაცდელებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი – აგვისტოს მეორე ნახევრიდან”, – განაცხადა მედიასთან საუბარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.
საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა 12 000-მდე გამოსაცდელი.
პირველადი მონაცემებით, გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებულთა დაახლოებით 88 %.
საგამოცდო პროცესი 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.