მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი დღეიდან დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე პირი ჩააბარებს. მასწავლებლობის მსურველები პირველ გამოცდას ქართულ ენაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში აბარებენ.
მათთვის საგამოცდო ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ტარდება.
მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებული მაძიებელი მასწავლებლები და სისტემაში შემოსვლის მსურველები გამოცდას 2020 წლის ზაფხულში აბარებენ, რომელიც 22 ივლისიდან – 30 ივლისის ჩათვლით ტარდება.