დღეს აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდა
ორ სესიად ჩააბარეს. გამოცდის პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებული აბიტურიენტების 87%-ზე მეტი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიაზე დარეგისტრირებულებიდან ტესტირებაზე 93%-ზე მეტი აბიტურიენტი მივიდა. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ზოგადი უნარებისა და ასევე ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.