სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება

სრულ რეაბილიტაციას გაივლის.  სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება.  მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.

დაწესებულება 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. 

დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *