წყალტუბოში რამდენიმე სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერები გამოცხადებულია.
სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებითვის 119 ათას 287ლარია განკუთვილი. სატენდერო წინადადებების მიღება აქ 30 ივნისს მთავრდება.
სოფელ ცხუნკურის N1 და N2 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯამში 103 ათას 244 ლარია განკუთვნილი. ორივე სკოლის რეაბილიტაციისთვის შპს თეთრებმა 84 ათას 800 ლარის დახარჯვა დააფიქსირა. მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.
სოფელ ქვილიშორის და სოფელ ყუმისთავის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 147 ათას 60 ლარი იყო გამოყოფილი.შპს აკვედური07 მზადაა ორივე სკოლაში სამუშაოები 127 ათას 147 ლარად შეასრულოს. მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა. ორი ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ გეგუთსა და სოფელ წყალტუბოში მიმდინარეობს.