“ტელესკოლაში” ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი
პროგრამა “ყურმოკრული ამბები” გავა. გაკვეთილები 13 ივნისიდან დაიწყება და ყოველ-შაბათ კვირას 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სერიალის ფორმატის გაკვეთილები სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება და თანამედროვე ბრიტანულით მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება.
“ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც გადაიცემა ჰონკონგში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთსა და ა.შ. ქვეყნებში, ქართველ მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდის ეფექტურად გამოყენებასა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარება,”-აცხადებენ განათლების სამინისტროში.
“ტელესკოლა” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მას შემდეგ გადის, რაც სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.