ქუთაისის საჯარო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 1-ლი სექტემბრიდან
დაიწყება. რეგისტრაციის პროცესი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მშობლებმა ბაღებში აღსაზრდელის დაბადების მოწმობა, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ფოტო 3/4-ზე 2 ცალი და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან უნდა წარადგინონ.
რაც შეეხება სწავლის პროცესის განახლებას, ჯერ-ჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.
“სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულს ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია ეპიდ სიტუაციაზე. თუ მილევად რეჯიმში წავიდა, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ სწავლას,”-განაცხადა ააიპ “ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა”, დავით წიტაიშვილმა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ივლისის თვეში არც მორიგე ბაღა-ბაღები იმუშავებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე