რადიო ,,ძველი ქალაქი” საზღვარგარეთ დარჩენილ მოქალაქეებთან ინტერვიუეებს აგრძელებს.
ამჯერად ჩვენ საფრაგნეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტს ნანო ურთმელიძეს ვესაუბრეთ.
– საფრანგეთში როდის წახვედით, სად და რა მიმართუულებაზე სწავლობთ?
– აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ვსწავლობ. საფრანგეთში ერთად წამოვედით მე და ლიკა ბოჭორიშვილი ,,ერასმუს +” -ით თებერვლის დასაწყისში და ამჟამად ვსწავლობთ რუანის უნივერსიტეტში ენათმეცნიერებას და ლინგვისტიკას.
– როგორია სწავლების ფრანგული მეთოდები?
– აქაური სწავლის მეთოდები ცოტათი განსხვავებულია აწსუ-ს მეთოდებისგან. ბევრად აქტიურად და სწორად ვიყენებთ ონლაინ სივრცეს, რაც თანდათანობით აწსუ-შიც იხვეწება. დისტანციური სწავლება ალბათ დიდ გამოცდილებას მოგვიტანს როგორც სტუდენტებს, ისე ლექტორებს. ძალიან კომფორტულია, როცა სტუდენტებს შეუძლიათ თავიანი გრაფიკის შესაბამისად აირჩიონ საგნები. მაგალითად, ვისაც სწავლის და მუშაობის შეთავსება სჭირდება, მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედია, ეს საკითხიც დაიხვეწება ჩვენთან. კიდევ არის რამდენიმე ნიუანსი, თუმცა შეუძლებელი არაა ამ გასხვავებების დაბალანსებაც თანამედროვეობასთან ფეხის აწყობით.
– კორონავირუსიზე საუბარი როდის დაიწყო,როდიდან დაიწყეს ინფორმაციის მოწოდება?
– ვირუსზე საუბარი ჩვენი ჩამოსვლიდან მალევე დაიწყო, თუმცა თავიდანვე ცენტრალურ რეგიონებში გავრცელდა და ჩვენ შედარებით უსაფრთხო ადგილას ვართ, საბედნიეროდ. პირველი აფეთქების შემდეგ გამოგვიცხადეს კარანტინი მინიმუმ 2 კვირით.
– განწყობა როგორია ქალაქში სიტუაცია, პროდუქტების შეძენას როგორ ახერხებთ?
– ქალაქში ყველაფერი დახურულია, მხოლოდ სუპერმარკეტი და აფთიაქია ღია, თუმცა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციის დაცვა აუცილებელია. ყველანაირი მარაგი არის, ქუჩაში ხალხი ფაქტობრივად არ დადის.
– ქართულ მხარესთან როგორი კომუნიკაცია გაქვთ, არის თუ არა საუბარი სპეც.რეისზე?
– იყო საუბარი საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნებაზეც, რაშიც ხელს შეგვიწყობდა უნივერსიტეტიც, თუმცა იქედან გამომდინარე რომ პარიზში მოგვიწევდა ჩასვლა, თავი შევიკავეთ გარისკვისგან და აქ დავრჩით .ქართულ მხარესთან ახლაც გვაქვს კომუნიკაცია, განსაკუთრებით ლექტორების ყურადღებას ვგრძნობთ და ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩვენთვის, ამისთვის მე და ლიკა პირადად მადლობას ვუხდით ქ-ნ მაია ოქროპირაშვილს, მირანდა ლომიძეს და ეკატერინე გაჩეჩილაძეს , ქეთევან რეხვიაშვილს და თამარ ლორქიფანიძეს, მათი უდიდესი დამსახურებაა რომ ამ სემესტრში საფრანგეთში ვიღებთ განათლებას. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ ბატონ დავით გეგეჭკორსაც. სპეც.რეისებზეც იყო საუბარი საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ჯერჯერობით დეტალები არ დაგვიზუსტებია.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, საზღვარგარეთ ნანოს გარდა კიდევ 2 სტუდენტია და მათთან ქართულ მხარეს აქტიური კომუნიკაცია აქვს.