აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი ამჟამად საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამის
ფარგლებში იმყოფება. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ სტუდენტებთან კომუნიკაცია მათ და სახელმწიფოს აქვთ. მიმდინარეობს მუშაობა მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ. რადიო ,,ძველი ქალაქი” ერთ-ერთ მათგანს გაესაუბრა.
მარიამ როდონაია ერთ-ერთია იმ სამი სტუდენტიდან, რომლებიც ამჯერად საზღვარგარეთ იმყოფებიან. მარიამი ,,erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ბრიტანეთში იმყოფება. ჩესტერის უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობს. 5 თვეა რას დიდ ბრიტანეთშია და პირველ რიგში სწავლების იქაურ მაგალითს გვიზიარებს:
,,5 თვეა აქ ვიმყოფები. აპრილში მიწევდა დაბრუნება უკან. სწავლა საქართველოში არსებულ სამაგისტრო პროგრამებისგან ძალიან განსხვავდება. თითქმის არანაირი შეხება არ გვაქვს ლექტორთან. ორი კლინიური მიმართულება მაქვს არჩეული და ორი ჯანდაცვის მიმართულება. ვსწავლობ ონკოლოგიას, გენეტიკას, ჯანდაცვას და კლინიკურ პარაქტიკას. ანუ როგორ უნდა გვქონდეს პაციენტთან კომუნიკაცია და როგორ უნდა დაისვას სწორი დიაგნოზი. საინტერესოა ბიბლიოთეკაში მუშაობაც. ძირითადად საკუთარ თავთან მუშაობ და წყაროებთან მუშაობა როგორ უნდა და ა.შ.”
კორონავირუსის რამდენიმე კვირაა მარიამი უკვე სახლშია და სასწავლო პროცესისი განახლებას ან სამშობლოში დაბრუნებას ელოდება.
,,ორი კვირაა უკვე სახლში ვარ და გარეთ არ გავსულვარ. ახალი არ იქნება იმის თქმა, რომ ბრიტანეთმა საკმაოდ გვიან მიიღო ზომები. მე ქალაქ ჩესტერში ვცხოვრობ, მანჩესტერთან და ლივერპულთან ახლოს. სანამ ჩვენთან გასულ კვირას 2 დაინფიცირებული სტუდენტი არ აღმოჩნდა მანამდე სწავლა არ შეწყვეტილა. უბრალოდ მოდიოდა მეილზე ინფორმაციები, რომ დაგვებანა ხელები და ა.შ. რაც ისედაც იყო საერთაშორისო რეკომენდაციები. დამიკავშირდა უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სამსახურის უფროსი დავით გეგეჭკორი, ასევე პროგრამის უშუალო კოორდინატორი ჯილდა ჭეიშვილი. თავს კარგად ვგრძნობ და ველოდები სპეცრეისს.”
დავინტერესდით როგორ ხდება დიდ ბრიტანეთში მოქალაქეებთან კომუნიკაცია კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამისი უწყებებისგან. მარიამი ამბობს რომ მუშაობს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლითაც მოქალაქეების ჯანმრთელობას დისტანციურად ამოწმებენ.
,,რამდენიმე დღის წინ მტკიოდა ყელი, ვფიქრობ ეს უფრო ემოციური ფონის ბრალი იყო. თერმომეტრიც არ მქონდა და სიცხესაც ვერ ვაკონტროლებდი. დავრეკე ცხელ ხაზზე, ფაქტიურად ეს არის აუდიოკითხვარი. იწერენ შენს შესახებ ინფორმაციას. 3 სიმპტომზე ნაკლები თუ გაქვს არ გამისამართებენ ოპერატორთან და გეუბნებიან, რომ გაეცნო უბრალოდ რეკომენდაციებს და დარჩე სახლში. თუ სამ სიმპტომზე მეტი გაქვს, მაშინ გამისამართებენ ოპერატორთან და გიწევენ შესაბამის მომსახურეობას. მთავარი დახმარება არის დარჩე სახლში და მოერიდო კონტაქტს. როდესაც თავად არ შეგიძლია კონტროლი შემდეგ უნდა მიმართო სასწრაფო დახმარებას. იტალიისაგან განსხვავებით უნდათ ნაკლები ზიანი მიაყენონ საკუთარ ჯანდაცვის სისტემას. უნდათ რომ გვიან მიაკოთხონ ხალხმა და მაქსიმალურად შეძლონ ყველას მკურნალობა.თვითონ ყოველშემთხვევაში ასე ამართლებენ ამ სვლას. ჩემს მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს. რომ ვუთხარი რომ არ მქონდა თერმომეტრი,ვერიდებოდი საყიდლად გარეთ გასვლას, თავად მომიტანეს. თავს კარგად ვგრძნობ. ”
მარიამი ამბობს, რომ ჩესტერში სიმშვიდეა. მაღაზიებიდან ერთი სახეობის ოთხი ან ორ პროდუქტზე მეტის წაღება არ შეიძლება. ეს არის იმისათვის, რომ გამოიზოგონ მარაგი. ის იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთიდან სამშობლოში დაბრუნებას მალე შეძლებს. უკვე იცის, რომ ჩამოსვლისას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს.