აწსუ-ში კორონავირუსის მართვის სიმულაციური ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. ქუთაისის რეფერალური

ჰოსპიტლის მენეჯმენტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთად დაგეგმა და ონლაინ რეჟიმში ჩაატარა კოვიდ -19 მართვის სიმულაციური ტრენინგი სამკურნალო საქმისა და მედიცინა+PBL პროგრამების მაღალკურსელი სტუდენტებისათვის. 

სტუდენტები მიიღეს იფორმაცია, როგორ ხდება კოვიდ-19 საეჭვო პაციენტების გამიჯვნა არაინფიცირებული პაციენტებისაგან, როგორაა ორგანიზებული ინფექციური და არაინფექციური სატრიაჟო სივრცეები და საიზოლაციო ბოქსირებული პალატა, როგორია სამედიცინო პერსონალის მზაობა და აღჭურვის დონე.

,,მოწვეულმა ლექტორმა მიხეილ შავგულიძემ  ისაუბრა კლინიკების სტრუქტურის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებიდან ეპიდ. აფეთქების რეჟიმში გადაწყობის პრინციპებზე. არსებული გლობალური გამოწვევის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოების ფართო მასებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება სოციალური დისტანცირების ეპიდემიოლოგიურ მნიშვნელობაზე, ამ მხრივ, განსაკუთრებით იზრდება სამედიცინო პერსონალის როლი, მათ შორის მომავალი ექიმების, რაციონალური წინდახედულობის პანიკური გამოვლინებებისაგან გამიჯვნის უზრუნველყოფისათვის.”- განაცხადა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ირინე ფხაკაძემ. 

ტრენინგების გარდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები 16 მარტიდან სხვადასხვა ლექციას ონლაინ რეჟიმში ისმენენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *