ქუთაისში, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 29-ე ბაგა-ბაღისათვის
ახალი შენობა აშენდება. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განმარტებით, არსებული შენობა ამორტიზებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. მისივე თქმით, ბაღმა ფუნქციონირება დაახლოებით 7-8 წლის წინ შეწყვიტა.
“ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე 29-ე ბაღი ახლა დახურულია და არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია, რომ ბაღი იმავე ადგილზე ავაშენოთ, რადგან მოსახლეობის მოთხოვნაა. გვაქვს ალტერნატიული ადგილი ჭიათურის ქუჩაზეც, ვმუშაობთ ამ ორ საკითხზე,”-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
ახალი საბავშვო ბაღი დაახლოებით 150 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. მშენებლობისათვის 1 700 000 ლარი დაიხარჯება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე