ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმაღლესი და პროფესიული

განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში, ასევე, გაეარათ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ პროგრამებზე.

უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობს, ექსპო-ჯორჯიაში 28-29 თებერვალს გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *