ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში, რამდენიმე დღის წინ ხანძრის შედეგად დამწვარი
სკოლის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. 36 მოსწავლე სწავლას მეზობელ სოფელში, დედალაურის საჯარო სკოლაში აგრძელებს.
რაც შეეხება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მათთვის სწავლა სოფელ ჩაის მეურნეობაში გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში 21 თებერვალს განახლდა.
ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში შენობა, სადაც საბავშვო ბაღი, სკოლა და ამბულატორია მდებარეობდა, რამდენიმე დღის წინ დაიწვა. სრულად განადგურდა სასკოლო ინვენტარი.