აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოფო სოფრომაძის სახელობის სტიპენდიის

მეორე სტიპენდიანტი გამოვლინდა. მე-6 სემესტრის შედეგებისა და აკადემიური მიღწევების გათვალისწინებით, ფონდის სტიპენდიანტი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი სალომე ქურასბედიანი გახდა.

სოფო სოფრომაძის სახელობის სტიპენდიის გაცემა განხორციელდა ააიპ სოფო სოფრომაძის სახელობის ფონდის ანგარიშიდან ფონდის ერთგული გულშემატკივრებისა და სოფოს ოჯახის, მეგობრების მხარდაჭერით.

სოფო სოფრომაძე უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, რომელიც 2018 წლის აპრილში ანევრიზმით დაიღუპა. სოფოს მეგობრებმა მისივე სახელობის ფონდი დაარსეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *