საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო დანადგარების მწარმოებელ კომპანია IBA-სთან ითანამშრომლებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო დანადგარების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია IBA-სთან ითანამშრომლებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო კომპანია IBA-ს ევროპის რეგიონულ დირექტორს ენდრიუ დაიკსა და ამავე კომპანიის ადმინისტრაციულ დირექტორს საბინ დე ვოგელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ამავე ფონდის პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების შესახებ, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება და ამ მიმართულებით კომპანია IBA-სთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"IBA წარმოადგენს საერთაშორისო ლიდერ კომპანიას, რომელიც ავითარებს და აწარმოებს პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან განიხილეს ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება.

პროექტის განხორციელების შედეგად საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში, განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. პროტონული თერაპიის ცენტრი იქნება ერთადერთი რეგიონული მასშტაბით, სადაც შესაძლებელი იქნება ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა,"-ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
18:58 / 21.02.2020
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 4 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020