განათლება
სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება
სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა არდადეგები გრიპის ვირუსის გამო 20 იანვრამდე გაგრძელდეს არ ადასტურებენ. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, არდადეგების გახანგრძლივების საჭიროება არ არსებობს. 

,,15-ში განახლდება სწავლა. სასწავლო პროცესში რაიმე ცვლილების შესახებ ინფორმაცია, ბრძანება სამინისტროსგან არ მიგვიღია." - აცხადებენ რესურსცენტრში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეპიდემიის არ არსებობს და მაჩვენებლები საგანგაშო არ არის. 

,,მიმდინარეობს მონიტორინგი როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული თვალსაზრისით. წლევანდელი სეზონი გაცილებით მშვიდად მიმდინარეობს. გასულ წელს ამ პერიოდში გვქონდა 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა 200-ზე მეტი. ახლა გვაქვს 125-127. თითქმის ნახევარია ჰოპიტალიზაციის შემთხვევები გრიპისმაგვარი გართულებებით. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს ამბულატორიულ მიმართვიანობასთან დაკავშირებითაც.  ცირკულირებს როგორც A ტიპის H1 შტამი, ასევე A ტიპის H3 შტამი,ძირითადად წამყვანი ცირკულაცია არის B ტიპის შტამი, რომელსაც ნაკლები სიმწვავე ახასიათებს. ეპიდემიურ ზღვარს ახლოსაც არ ვუახლოვდებით." - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს
იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან
საქართველოში
14:19 / 15.01.2020
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში
2019 წლის კონკურსის
14:59 / 14.01.2020
2019 წლის კონკურსის "ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა" 5 გამარჯვებულიდან ერთი საჩხერელი მოსწავლეა.
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი -3 - 7 °C
img
ქუთაისი -1 - 8 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019