სახალხო დამცველის ოფისში პროექტის “მომავლის ელჩები” ოფიციალურად გაიხსნა.
პროექტს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი ,,ნათელი მომვალი” ახორციელებს, რომელიც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო.
პროექტის ფარგლებში ქუთაისის 26 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან ნატო, ევროკავშირი საქართველოს თანამშრომლობის ეტაპებს, ნატოს და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირში განათლების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. მათთვის მოექყობა ექსკურსიები იმ საწარმოებში, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეიქმნა. გაეცნობიან ტურიზმის შესაძლებლობებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მიიღებენ ინფორმაციას უვიზო მიმოსვლის შესახებ არსებულ რეგულაციებზე, დაეუფლებიან პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს და ისწავლიან ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შესახლებლობებს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული გამოცდილება დაეხმარათ საქმიანობის სწორად წარმართვაში.
პროექტის მეორე ეტაპზე, მოსწავლეები მოამზადებენ განვლილ თემებზე პრეზენტაციებს, რომლებსაც თავიანთ სკოლებში წარადგენენ. მათთვის გამოცხადედბათემატური ფოტო კონკურსი, სადაც სამი გამარჯვებული ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. მათი დასახელება პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდება.