ქუთაისის მერიის ინიციატივით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკაში კონფერენცია “ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური ინკლუზივისთვის” გაიმართა.
კონფერენცია დისკუსიის ფორმატით წარიმართა და მიზნად ისახავდა ისეთ საკითხებზე მსჯელობას, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის მიღწევები და გამოწვევები სოციალური ინკლუზიის მიმართულებით.
კონფერეციაზე ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებზე, სპეციალური და დამატებითი საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის არსებული სერვისების სწორად მართვაზე ისაუბრეს.