აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 2 უნივერსიტეტის 7 გუნდი. უკონკურსოდ მონაწილობდნენ სკოლის მოსწავლეები და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე, ვეტერან მოთამაშეთა გუნდი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსში მონაწილე ორმა გუნდმა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გუნდების შემადგენლობა ასეთია:
ATSU1: ნიკა ქობულაძე გიორგი ბუბაშვილი ტატო ფანჩულიძე, ATSU2: მარი მარგველაშვილი თამარ კლდიაშვილი გიორგი ვარდოსანიძე.
,,ჩვენი უნივერსიტეტიდან ორივე გუნდი გადავიდა ნახევარფინალში. ასევე ძველმა გუნდმა, ირაკლი ბუცხრიკიძისა და ალეკო ხანთაძის შემადგენლობით, რომელიც უკონკურსოდ მონაწილეობდა, ყველაზე მაგარი შედეგი აჩვენა დასავლეთის გუნდებს შორის. სკოლის მოსწავლეები უკონკურსოდ მონაწილეობდნენ და ძალიან კარგი ბავშვები არიან. საჭიროა, რომ ისინი შევინარჩუნოთ ქალაქში, რათა უნივერსიტეტში მოსვლისას კიდევ უფრო მაგარი გუნდები გვყავდეს.” – განაცხადა საოლიმპიადო გუნდის მწვრთნელმა მელქისედეკ ჯინჯიხაძემ.
პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახვარფინალი 1 დეკმბერს თბილისში გაიმართება. ხოლო ფინალს, მარტში, პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს.