ქუთაისში მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულიდან
მოსწავლე გადმოხტა და ფეხი დაიზიანა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მოზარდი ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.
სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეათე კლასის მოსწავლეს გაკვეთილებიდან გათავისუფლება უნდოდა და რაზეც მასწავლებელმა უარი უთხრა. ქუთათელაძე ამბობს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გაკვეთილი დასრულებული იყო და ზარი დაირეკა. დირექტორი მომხდარს მოზარდის აქტიურ ქცევას უკავშირებს. სოფიო ქუთათელაძე ამბობს, რომ მშობელმა და მოსწავლემ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს.
“ბოლო წუთი იყო გაკვეთილიდან გასვლა რომ ითხოვა და თან ზარიც დაირეკა. ბავშვური სიცელქე იყო. კოჭის ძვალი აქვს მოზარდს დაზიანებული. მომხდარის გამო ბავშვმაც და მშობელმაც ბოდიშიო მოიხადეს,”-აცხადებს სკოლის დირექტორი.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე