პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყო

და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აპლიკანტებს რეგისტრაცის გავლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, ელექტრონულად ვებგვერდზე www.vet.emis.ge შეუძლიათ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი, სისტემების ადმინისტრატორი, ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი, სარეკლამო აგენტი, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება, ბუღალტრული აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, ელექტროობა, საოფისე საქმე, საავტომობილო გზების მშენებლობა, მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება, მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთება, მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება. 

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

ვრცლად იხილეთ – https://atsu.edu.ge/index.php/news/1531-2019-10-05-12-41-00

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *