წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში სასწავლო პროცესი პირველკლასელების გარეშე დაიწყო.
სოფელ გუბისწყალისა და საჩხეურას მცირეკონტინენტიან სკოლებში წელს პირველკლასელი არ მიუღიათ.
გუბისწყალის საჯარო სკოლაში სულ 25, ხოლო სოფელ საჩხეურას სკოლაში 5 მოსწავლე ირიცხება.
ახალი სასწავლო წლის დაწყება საჩხეურას სკოლის ბავშვებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიულოცეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სულ 455 პირველკლასელი მიიღეს.
ფოტოზე საჩხეურას საჯარო სკოლის მოსწავლეები.