წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურას სკოლაში მხოლოდ 5 ბავშვი სწავლობს.
მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში 2 მოსწავლე ყავდათ რეგისტრირებული.
საჩხეურას სკოლას წელს პირველკასელი არ ჰყავს.
მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიულოცეს.
საჩხეურის საჯარო სკოლა 1947 წელს აშენდა და არსებობის პერიოდში რეაბილიტაცია საჭიროებისამებრ ეტაპობრივად ჩაუტარდა.
დღესვე, მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზესტაფონის სოფელ წევაში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.