სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების
ჩამონათვალი ცნობილია. სახელმწიფო სტუდენტების სწავლას რიგ მიმართულებებზე შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში დააფინანსებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.