დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.
საგამოცდო პროცესი ორ სესიად მიმდინარეობს. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 96%- მდე აპლიკანტი გამოცხადდა.
გეოგრაფიის გამოცდა 2 საათი და 40 წუთი გრძელდება.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ლ ივლისს დაიწყო. გამოცდებისთვის 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.