აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისსაინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის
“დიზაინისა და ტექნოლოგიის” დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა უკრაინაში ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე “PECHERSKI KASHTANY“ – 2019 საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
პედაგოგ ლელა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა მარი კობზონაძემ და მაკა იოსელიანმა ფეხაცმლის კოლექციის წარდგენისათვის I ადგილი დაიკავეს; პედაგოგ ლალი ხვადაგიანის ხელმძღვანელობით ტანსაცმლის კოლექციის წარდგენისათვის სტუდენტმა ანი ხაჭიპერაძემ – II ადგილი, ხოლო პედაგოგ ანზორ გვეტაძის სტუდენტებმა ორი პირველი, ერთ მეორე და ერთი მესამე ადგილები – გობელენის, ბატიკისა და თექის ნამუშევრებისათვის მპოპოვეს.
“მესამე კურსის სტუდენტების ნამუშევრები იყო ჩვენი ხელმძღვანელობით წარდგენილი. კოლექციის ნაწილი ჩვენს უნივერსიტეტში გაკეთდა, ნაწილი იმ საწარმოში, სადაც გვაქვს ხელშეკრულება. ჩვენს კოლექციას დადებითი შეფასებები ნახვარფინალშივე მოჰყვა. მაყურებელს შეეძლო სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით ფავორიტი შეერჩია. ეს არ ვიცოდით და შემდეგ გავიგეთ, როცა კოლექციის ჩვენება დავასრულეთ და მაყურებლებს შევუერთდით. ორგანიზატორმა მითხრა რომ სუპერ კოლექცია გქონდათო. მერე იყო ფინალი. ნახევარფინალში ჟიურიში იქაური ტექნოლოგიებისა და დიაზაინის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესურა იყო წარმოდგენილი. ფილანზე კიდევ უფრო სერიოზული და კომპეტენტური ჟიური.”- ამბობს პედაგოგი ლელა კიკნაველიძე.
საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის “დიზაინისა და ტექნოლოგიის” დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, კიევის დიზაინისა და ტექნოლოგიის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მეხუთედ მოიპოვეს.