შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით
11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.
საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისიდან, მასწავლებელთა გამოცდები 10 ივლისიდან, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 17 ივლისიდან დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა, მასწავლებლის გამოცდებზე 31000-ზე მეტი აპლიკანტია რეგისტრირებული.