პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პედაგოგების ხელფასების ზრდა
არის იმ ეროვნული იდეის ნაწილი, რომელიც არის ერთადერთი სწორი გზა, რათა საქართველო გახდეს წარმატებული სახელმწიფო.
“მე დავპირდი ჩვენს პედაგოგებს, რომ წელსვე დავიწყებდით ხელფასების ზრდას და შემოდგომიდან მასწავლებლების დიდ ნაწილს უკვე ხელფასი გაეზრდება. ამასთანავე, მე ძალიან აქტიური კომუნიკაცია მქონდა ჩვენს პედაგოგებთან. მათი სურვილი იყო და სამართლიანობის განცდიდან გამომდინარეც ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. კერძოდ, სახელმწიფო მზად არის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებიც წლების განმავლობაში ზრდიან ჩვენს თაობებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სისტემიდან წასვლას მოისურვებენ, 2 წლის კომპენსაცია გადაუხადოს იმ ძალიან დიდი ღვაწლისთვის, რაც თითოეული მათგანს აქვს ჩვენი განათლების სისტემის წინაშე. ჩვენი ეროვნული იდეის – განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პედაგოგი საქართველოში იყოს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია, სადაც ღირსეული ანაზღაურება არსებობს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძე მყაზახეთში, პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, 2022 წლისთვის, საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარის დიაპაზონში იყოს.