აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტური
კონფერენცის ფარგლებში ლადო აფხაზავა ეწვევა. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტის საჯარო ლექცია საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში 15 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება.
ლადო აფხაზავასთან ერთად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მანანა კაპეტივაძე ესტუმრება. ის მასტერკლასს, ინგლისური ენის მომავალი და არსებული პედაგოგებისათვის, ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, 14 : 00 საათზე, ჩაატარებს.
“1949 წელს ჩატარებული პირველი კონფერენციდან 70 წელი გავიდა. რადგან მაშინ პედაგოგიური იყო ეს უნივერსიტეტი და პედაგოგიური იყო კონფერენცია გადავწყვიტეთ ეს ადამიანები მოგვეწვია. ისინი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტებს და თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებზე ისაუბრებენ”.- განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა კობახიძემ.
სტუდენტური კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 და 16 მაისს გაიმართება.