წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, ახალი სკოლის ასაშენებლად 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, N1 საჯარო სკოლის შენობის
პროექტირება-მშენებლობისთვის
3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების
ფონდმა სკოლი შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და
მშენებლობისათვის ტენდერი გამოაცხადა.
სოფელ გეგუთში N1 საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობისთვის 3 მილიონ
768 ათას 295 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი
უნდა იყოს 240 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ
შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:
- 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია;
- დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით;
- სამასწავლებლო;
- სასწავლო ნაწილის ოთახი;
- ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით;
- ექიმის კაბინეტი;
- მანდატურის/დაცვის ოთახი;
- სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის
და შ.შ.მ პირებისათვის;
- კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- რეკრეაცია;
- ფოიე გარდერობით, დერეფანი.
- სასურველია სარდაფის ან ნახევარსარდაფის არსებობა.
- სპორტული დარბაზი (უნდა დაეთმოს შენობის I სართულზე სპეციალურად
მიშენებული ფართი. დარბაზის ზომები უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა
ფიზიკური აღზრდის პროგრამას).
სპორტულ დარბაზთან უნდა არსებობდეს სპორტული ინვენტარის სათავსი,
ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე გასახდელი, საშხაპე,
სან-კვანძი. ინსტრუქტორის ოთახი საშხაპით და სან-კვანძით.
სატენდერო წინადადბების მიღება 25 მაისს იწყება და 30 მაისს
მთავრდება.
ფოტო: სკოლის facebook გვერდი
მასალის გამოყენების პირობები