აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 10-დან 20%-მდე ფასდაკლებით
ქალაქის მასშტაბით 5 სხვადასხვა ტიპის ობიექტზე ისარგებლებენ. მათ ფასდაკლებების მიღება ბოულინგ ცენტრში, კვების ობიექტებში, წიგნების მაღაზიასა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში შეეძლებათ. უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ კომპანიებთან მემორანდუმი უკვე გააფორმა.