“ვინ უკეთ წერს” – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ესეების კონკურსი მოეწყო. მონაწილეებმა ნამუშევრები ქართული ენის სამომავლო განვითარების, ენობრივი პოლიტიკის შესახებ შექმნეს.
პირველ ადგილი ლიკა თეგეტაშვილმა დაიკავა , მეორეზე ნიკოლოზ ჩიქოვანი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ირმა ძნელაძემ მოიპოვა.
გამარჯვებულები დიპლომებითა და სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცათ სიგელები.
კონკურსი: “ვინ უკეთ წერს”, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 10 წელზე მეტია ტარდება.