აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი
კვირეული დღეს იწყება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
პროგრამა ასეთია:
კონკურსი “ვინ უკეთ წერს” – 8აპრილი. 13 საათი, აუდიტორია №1117
• განსაზღვრულ დროში (1 საათი) ნაწარმოების (ჩანახატი, ნოველა, ლექსი, მოთხრობა, ესსე…) შექმნა მოცემულ თავისუფალ თემაზე;
• მონაწილეობა შეუძლია აწსუ ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს
შეხვედრა იტალიელ ქართველოლოგთან ლუიჯი მანტოვანთან – 10 აპრილი, 13 საათი, აწსუ მწვანე დარბაზი.
ვიქტორინა “თუ დაივიწყე ენა ქართული!..” – 11 აპრილი, 15 სთ, აუდიტორია №1113
• მონაწილეობა შეუძლია აწსუ ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებისგან შემდგარ 6 კაციან გუნდს;
• გუნდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სტუდენტური თვითმმართველობის ოფისში, აუდიტორია № 1130
მასტერკლასი კალიგრაფიულ ხელოვნებაში (კალიგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი) – 11 აპრილი, 13 საათი, აუდიტორია №1122
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კონფერენცია – 12 აპრილი, 12 საათი, აუდიტორია № 1114
კვირეულის ორგანიზატორები არიან: აწსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ქართული ენის მიმართულება, სტუდენტთა საენათმეცნიერო წრე და სტუდენტური ვითმმართველობა.