ზესტაფონში 2019 წელს 25 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის სამ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურა სრულიად განახლდება.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ კლდეეთის მე-20 ბაღს, სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან 69 545 ლარით დაფინანსდება. რეაბილიტირდება დილიკაურის საბავშვო ბაღი, რომლისთვისაც რგფ-დან 74 433 ლარია გამოყოფილი. სიაშია ზესტაფონის მე-4 საბავშვო ბაღი, მის რეაბილიტაციას რგფ 89 624 ლარით დააფინანსებს. რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ზესტაფონში კიდევ ერთი ბაღის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ქალაქის მე-8 ბაღის რეაბილიტაციაზე 50 000 ლარი დაიხარჯება.
21 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით განხორციელდება.