ქუთაისის საკრებულოში კიდევ ერთი კომისია შეიქმნა, რომელიც
ქუთაისის სკოლებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. კონკრეტულად, კომისია ინფრასტრუქტურული პრობლემებით დაინტერესდება. გამოავლენს საჭიროებებს და მოამზადებს რეკომენდაციებს, რომელიც სამინისტროს წარედგინება.
“კომისია შეისწავლის არსებულ სიტუაციას. ყველა სკოლის დირექტორს გაკეთებული აქვს პრიორიტეტების ჩამონათვალი თუ რა მიაჩნია პირველი რიგის ამოცანად თავისი სკოლის კეთილმოწყობისათვის. კომისია შესწავლის შემდეგ და მისცემს რეკომენდაციებს სახელწმიფოს რა არის გასაკეთებელი. ზოგს სახურავის პრობლემა აქვს, ზოგს სველი წერტილების და ა.შ.”,- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიის თავმჯდომარემ რამაზ ჩხიკვაძემ.
კომისია 6 წევრისგან შედგება: რამაზ ჩხიკვაძე – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე),
ვლასი გარდაფხაძე – ქუთაისის საკრებულოს წევრი, იურიდული კომისიის თავმჯდომარე (კომისიის წევრი), მირზა ხიდაშელი – ქუთაისის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე(კომისიის წევრი), ანა ლეჟავა – ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი), ზაზა ჯანგველაძე – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ბიუროს თანამშრომელი (კომისიის წევრი), თამაზ ქურასბედიანი – ქუთაისის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, დაგეგმვისა და კოორდინირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი).
კომისიამ პირველი სხდომა გასულ კვირას გამართა.
ფოტო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო