აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულ
პროგრამებზე მსურველთა მიღებას იწყებს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შემდეგ სპეციალობებს: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი, ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი, ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი, საბაჟო საქმე, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, სარეკლამო აგენტი, სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი, სისტემების ადმინისტრატორი.
“მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოქალაქის პირადობის მოწმობით, როგორც საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც https://vet.emis.ge” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია19 ოქტომბრის ჩათვლითგაგრძელდება. სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.
დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა პროფესიული პროგრამების შესახებ შესაძლებელია ბმულზე – პროფესიული პროგრამები