აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტმა პირველკურსელებისათვის “თეთრი ხალათების ცერემონიალი” მოაწყო. როგორც ფაკულტეტის დეკანი ამბობს ამ ფორმით თავიანთ სტუდენტებს სწავლის მოტივაციას უმაღლებენ და ახსენებენ იმ პასუხისმგებლობას რაც მათ წინ ელოდებათ.
“გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტი პირველკურსელებს საზეიმო დახვედრას უწყობს, ჩვენ ცალკეც აღვნიშნავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს უკვე ტრადიციად ქცეული “თეთრი ხალათების ცერემონიალია. ამ დღიდან ჩვენი პირველკურსელები იწყებენ უწყვეტ სამედიცინო განათლებას. მათ წინ დატვირთული, ხანგრძლივი საგანმანათლებლო პროცესი ელოდებათ. ჩვენ ვცდილობთ ავუმაღლოთ მათ განწყობა და დავეხმაროთ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.”- აღნიშნა ფაკულტეტის დეკანმა ირინე ფხაკაძემ.
წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედიცინის ფაკულტეტზე 132 სტუდენტი მიიღო.