აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ქართული ანბანის მონუმენტი შეიქმნა. მონუმენტზე,რომელიც 25 სექტემბერს გაიხსნა, წარმოდგენილია ქართული დამწერლობის სამივე სახეობა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.
მონუმენტზე დატანილია აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძისა და დავით აღმაშენებლის ფრაზები.
მონუმენტის ავტორი მოქანდაკე გიორგი დარსაველიძეა. მან ესკიზი და საავტორო უფლებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა. ამბობს, რომ ქართული ანბანის თემაზე პირველად იმუშავა, რაც მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.
“მონუმენტის შესაქმნელად 6 თვე დამჭირდა. არ მინდოდა რაიმე დეტალში შევმცდარიყავი. ყველაფერი თავის ადგილზე უნდა ყოფილიყო. სვეტების მიხედვით დამწერლობის სამივე სახეობა გავანაწილე. შევეცადე ბარელიეფები ეპოქებთან დაკავშირებული ყოფილიყო. კიდევ სხვა დეტალებია ბარელიეფური სისტემით. ქანდაკების თავზე სიმბოლიკებია. ერთ სვეტზე დავით აღმაშენებლის მონეტაა დატანილი, აკაკის სვეტზეც იმ ეპოქის დროინდელი ქანდაკებებია გამოსახული, გალაკტინოს ფრაზა სადაცაა დატანილი, იმ სვეტზე ნიკორწმინდის, საეკლესიო დეტალებია დატანილი. ქართულ დამწერლობასთან ეს პირველი შეხება იყო. გამიხარდა, რომ ამ მონუმენტზე მომიწია მუშობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემა იყო.”- ამბობს მოქანდაკე გიორგი დარსაველიძე.
ქართული ანბანი UNESCO-ს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.