აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სამეცნიერო პიკნიკი “მეცნიერება სახალისოა” მოეწყო.
სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები, მასტერკლასები ჩატარდა.
მასში გარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა მონაწილეობდნ: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთან ეროვნული ცენტრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, აითი აკადემია სტეპი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ახალგაზრდული ორგანიზაცია “აკმე”, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა და ზესტაფონის კერძო სკოლა “ანაბასისი”.