ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგების მიხედვით დაფინანსება 10 ათას 614-მა სტუდენტმა მიიღო. გამოცებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვალეის თქმით, ეს ის სტუდენტები არიან, რომლებმცა ე.წ. უფასო მიმართულებები აირჩიეს და ისინი, ვინაც დაფინანსება დამოუკიდებლად მიიღო.
100 პროცენტიანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, 70 პროცენტიანი – 1500-მდე, ხოლო 50 პროცენტიანი დაფინანსება 4 ათასმა სტუდენმა მოიპოვა. 6 ათას 500-ზე მეტმა საკუთარი შედეგების მიხედვით შეძლო დაფინანსების მიღება. დარაჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომელბმაც ის მიმართულებები აირჩიეს, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
წელს სტუდენტი 27 ათას 906 აბიტურიენტი გახდა. უმაღლეს სასწავლებლებში კი 14 ათას 969 თავისუფალი ადგილი დარჩა.