შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცვის შესახებ ინფორმაციას დღეს 13 საათიდან გაასაჯაროვებს. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა სწორედ ამ დროიდან შეეძლებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიიმინოშვილის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 27 ათას 906 აბიტურიენტი გახდა.
“დასრულდა საგამოცდო პროცესი და გვაქვს საბოლოო შედეგები. აბიტურიენტებს შეეძლებათ შედგების ნახვა. პირველ საათზე გათავსდება ჩვენს საიტზე ჩარიცხვების სია უნივერსიტეტების მიხედვით, ბუნებრივია საგრანტოსაგრანტო კონკურსის შედგები. რათქმაუნდა დავიწყებ მილოცვით. გულით ვულოცავ ყველა იმ აბიტურინეტს, რომელებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძლების უფლება უმაღლეს სასწავლებლებში. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იქნებიან”,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.