საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.
დღეს აბიტურიენტები ქიმიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებს აბარებენ.
დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან ქიმიის გამოცდაზე გამოცხადდა 97%-ზე მეტი, ხოლო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე 91%-მდე აბიტურიენტი.
მეორე სესიაზე მაგისტრანტობის კანდიდატები გამოცდას ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
სურვილის შემთხვევაში, გამოცდის მონაწილეებს საგამოცდო ცენტრებში საკუთარი კალმის შეტანა შეუძლიათ. საწერი კალამი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს აუცილებლად შავი ფერის და ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.