დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, აკმაყოფილებს თუ არა საგამოცდო ცენტრებში არსებული პირობები აბიტურიენტებს, არის თუ არა ხარვეზები ელექტრონული ფორმატის ტესტურ დავალებებში და რა პროფესიებს ირჩევენ აბიტურიენტები. გთავაზობთ გამოკითხვას.
ქუთაისში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას პირველ სესიაზე 1 200-მდე აბიტურიენტი აბარებდა. ჯამში კი ქუთაისში არსებულ საგამოცდო ცენტრებში 5 000 აბიტურენტია რეგისტრირებული.