ერთიანი ეროვნული გამოცდები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეს დაიწყო. გამოცდები ერთდროულად 22 საგამოცდო ცენტრში  ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში ტარდება. 

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 39 000-მდე აბიტურიენტი.

შეგახსენებთ, განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ქართული ენისა და ლიტერატურის და ზოგადი უნარების გამოცდების განრიგი შეიცვალა. ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია  4 და 5 ივლისს, დილით ჩატარდება. 

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს. 6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *