ქუთაისში მოხალისეობრივი საქმიანობის წასახალისებლად მოხალისეობის გამოფენა მოეწყო.

საკუთარი პროგრამები, პროექტები და ნაწარმი დამთვალიერებლებს 20-მდე ორგანიზაციამ წარუდგინა. მონაწილეებს თავი “განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა “ჰელფინგ ჰენდის” დახმარებით წერეთლის უნივერსიტეტის ფოიეში მოუყარა.

რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, თუ რამდენად განვითარებულია ქუთაისში მოხალისეობის კულტურა და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას ახალგაზრდებისათვის. ასევე, გაიცანით სოციალური საწარმო “ფარშევანგი” და ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებული ორგანიზაცია “შენი უფლებებისათვის”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *