აბიტურინეტებმა, რომლებაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს,
ეროვნულ ცენტრს ატესტატის ასლი უნდა წარუდგინონ.- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ გადაცემაში რადიო “იმედის” გადაცემაში ,,გამოცდებიდან – გამოცდებამდე” განაცხადა.
“ასტესტატი უნდა წარმოადგინოს იმ აპიკანტმა,რომელსაც სკოლა დამთავრებული აქვს 2011 წლამდე. 2011 წლიდან ჩვენ უკვე ვატარებთ საატესტატო გამოცდებს და ინფორმაციას ვფლობთ ყველა იმპირის შესახებ ვისზეც ატესტატი გაიცა. იმ აპლიკანტებს, კიდევ გავიმეორებ, რომლებსაც სკოლა 2011 წლამდე აქვთ დამთავრებული ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ აღებული უცხოეთში, ვალდებული არიან 20 ივნისამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინონ დოკუმენტის ქსეროასლი და აღიარების შემთხვევაში, რათქმაუნდა ორიგინალიც. თუ ვერ წარმოადგნენ, სამწუხაროდ, ჩარიცხვებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. გამოდებზე დავუშვებთ, მაგრამ ჩარიცხვებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.”- განაცხადა მაია გაბუნიამ.
წყარო: რადიო იმედი